რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა სცადა “ტერორისტული თავდასხმა” მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით.
მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტული თავდასხმის“ განხორციელებას შეეცადა.
„დღეს, აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მათი მტკიცებით, დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ჩაახშვეს, რის შემდეგაც მათ კონტროლი დაკარგეს და ჩამოვარდნენ.
„წარუმატებელ ტერაქტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.