კლინიკაში ან ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან არავის, თუარადა დატოვებდა სამსახურს, მეგი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო – გარდაცვლილი მედდის მამა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მამა ვეფხია ბაქრაძე დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, კლინიკა „იმედის”თნამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურს დატოვებდნენ.

როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მეგი ბაქრაძე თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანამდე გარდაცვლილი იყო.

“იმედის” კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს.100-120%-იანია, რომ ესენი დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს. შეეშინდათ. ვფიქრობ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც არაფერი, არ იყვნენ მზად ამის გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო”,- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, 19 მარტს თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.