თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.
მისივე ინფორმაციით 9 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ხოლო დღეს კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
,,ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან არის 80 კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გვაყვს, ასევე, 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
დღეს კლინიკაში იგეგმება 2 ათეული ტესტის ჩატარება. იმედია ყველა პასუხი უარყოფითი ამოვა და განმეორებითი ტესის ჩატარებისას, ხვალ დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, დღეს კლინიკასი 2 პაციენტი დაემატა, რომელთაგან 1-ს მწვავე პნევმონია დაუდგინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.