“კოალიცია ცვლილებისთვის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა.
“ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ ბრძოლაში, ამ გუნდთან ერთად და ვიყო გუნდის პირველი ნომერი. გუნდთან, რომელიც მოიტანს ცვლილებებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მე შემთხვევით არ მითქვამს სიტყვა ბრძოლა- ეს არის ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ზუსტად იმ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს.” – ამბობს მალაშხია.
ნანა მალაშხია, საზოგადოებამ, მარტის აქციებზე, გაიცნო სახელით “ქალი ევროკავშირის დროშით”. ის კოალიციას 23 სექტემბერს შეუერთდა
1. ნანა მალაშხია
2. ნიკა მელია
3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
4. გიგა ლემონჯავა
5. თენგიზ თევზაძე
6. ცოტნე კობერიძე
7. გიორგი კირთაძე
8. ივანე ჭყონია
9. ხათუნა სამნიძე
10. ოქტაი ქაზუმოვი
11. მაია კოპალეიშვილი
12. ბორისი ყურუა
13. ანა გოგოლაძე
14. გიორგი ბუტიკაშვილი
15. გიორგი იმედაშვილი
16. ელენე ხოშტარია
17. სოფია გოლეთიანი
18. მარიკა არევაძე
19. ანი ქავთარაძე
20. თორნიკე ბიკაშვილი