კობახიძის თქმით, შესაძლოა, ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტით კონსტიტუცია დაარღვია

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტებით მთავრობის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა, კონსტიტუცია დაარღვია.

“ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით”,– თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.