თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის მელოგინე გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა. პაციენტი თბილისში ქუთაისიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
“ქუთაისში გააჩინა კლინიკა ბომონდში, შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე იყო”, – ამბობენ კლინიკაში.
საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.