კომენდანტის საათი მალე ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება – ცერცვაძე

“კომენდანტის საათი მალე ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება” – ამის შეასახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. ცერცვაძის თქმით,  გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული დაუმორჩილებლობის აქცია პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ამის შესახებ ცერცვაძემ პირველ არხთან განაცხადა.

“იმის მაგივრად, რომ ეს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა, მოხდა ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ კატეგორიას, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩა გასაპროტესტებელი.ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები. იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარებისა და გაბოროტების სურვილი გამოიწვია რომ, თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ მთავრობა კარგად მუშაობს და ისინი ფუნქციას კარგავენ. ეს აშკარად იკითხებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იქ დოლებითა და რაღაც ატრიბუტებით, მხატვრული გაფორმებით დაუმორჩილებლობის აქცია, როცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო. მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ნამახვან ჰესის თანამესაკუთრეები ადგილობრივებიც უნდა გახდნენ – ლელო

პარტია "ლელო" სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო პროტესტს,რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ამასთან, პარტიის განცხადებით, "ლელო“ იყო...

როგორი ამინდი იქნება 3 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე...

დღეს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში...

პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან....

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო