კომპანიამ უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა გვთხოვა, გადავაბრძანეთ – წყალტუბოს მერია

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი კომენდანტის საათის დროს მოხსნეს.

წყალტუბოს მერია აცხადებს, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა სთხოვა, მათ კი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გადააბრძანეს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია ენკა. ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.

გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს”,– წერია მერიის განცხადებაში.

 

ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე...

2021 წელს ჩინეთში რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა

ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის...

წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა 20 წლამდე ახალგარდა...

როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! – ლევან იოსელიანი

"როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!"-  ამის შესახებ, პარტია "მოქალაქეების"...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში...

იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადებივაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ...

მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა – ხაბეიშვილი დევნილების...

"მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა"- ამის შესხებ, ენმ-ის...

დავით ფაცაციამ და ზურაბ აზარაშვილმა დატოვონ თანამდებობა – ენმ თვითმკვლელობაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეხმიანება დევნილის მიერ პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობა და უსამძირებს ოჯახსა და საქართველოს. პარტია...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...