კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დაეკისრათ.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში 2021 წლის 26 აპრილს 07:56 საათზე გასულ გადაცემას „შენი დილა“, სადაც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ შესახებ სიუჟეტი განთავსდა. 4 წუთნახევრიანი სიუჟეტი ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა, რომელშიც დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

რაც შეეხება „ტელეიმედს“, 2021 წლის 18 მაისს 13:32 საათზე, გადაცემაში „იმედის დღე“ „ლილო მოლის“ შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.  რეპორტაჟი ეხებოდა ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას, რომელიც მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე.

“აღნიშნულ გადაცემებში პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რაც გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე. სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხს“ 2021 წლის 4 თებერვალს, ხოლო „ტელეიმედს“ 2021 წლის 28 იანვარს წერილობითი გაფრთხილება მიღებული აქვთ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები 2500-2500 ლარით დააჯარიმა.“–ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი – დეკანოიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ეს არის შედეგი საერთაშორისო ზეწოლის, საზოგადოების რეაქციის შედეგი- ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე...

თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს – ვოლსკი

შედეგი, რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს.  დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ...

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – ღარიბაშვილი

ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,...

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

1 კვირის განმავლობაში, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება  - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს...

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის...

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის – ილვესი

თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, მაშინ ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არის - ამის შესახებ ესტონეთის...

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან – ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილოეთით, ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია რის გამოც ათასობით...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...