კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები აწესებს ცენზურას – მაუწყებლები

მთავრობის ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, დღეს დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონპროექტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან მაუწყებლები და მას “ცენზურის დაწესებად”, ” ტოტალური კონტროლის მექანიზმად” აფასებენ.

“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკის კონტროლის მექანიზმს.

ხელმომწერი მაუწყებლები მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ  (N07-2/494; 01.07.2020), სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და შესაძლებელს ხდის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ევროპული კონვენციის მე-6 და მე-10 მუხლებთან და ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების დირექტივასთან. შესატანი ცვლილებები უსაფუძვლოდ ლახავს გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრებისა და სასამართლოს გზით დაცვის უფლების რეალიზაციას,  წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან, სასამართლო კონტროლის გარეშე, მაუწყებლებისა და ავტორიზებული პირების საქმიანობის ტოტალური კონტროლის მექანიზმს.

საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება დასაბუთებისა და საჭიროებების გარეშე, 2020 წლის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს მაუწყებლების კონტროლის გზით, წინასაარჩევნო პერიოდზე ზეგავლენის მოხდენა”,– აცხადებენ მაუწყებლები.

ისინი მთავრობას, პარლამენტსა და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებენ, გაიხმონ ან შეაჩერონ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა უზრუნველყონ.

“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები და კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც მეტწილად იყო მიმართული კრიტიკული მაუწყებლების საწინააღმდეგოდ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები აწესებს ცენზურას და სრულ ძალაუფლებას ანიჭებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რაც უპირობოდ დააზიანებს მედია გარემოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, შეაჩერონ/გაიხმონ წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და უზრუნველყონ ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, მაუწყებლების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის ჩართვა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში”,– წერია მაუწყებლების განცხადებაში.

 

განცხადებას ხელს აწერენ: 

„მთავარი არხი“

„კავკასია“

„ტვ პირველი“

„ფორმულა“

მედიაჰოლდინგი ჰერეთი

რადიო ჰერეთი

რადიო თბილისი

ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება – იენს სტოლტენბერგი

"ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება "- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს...

გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა – ცერცვაძე ჩიხლაძეს

"გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა "- ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს...

პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა – ბადრი ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

"პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა "- პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი...

არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს – ელენე ხოშტარია

"არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს"- ამის შესახებ, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს. "არაფერს...

“ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ” – ბაია პატარაია

"ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ" - ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია...

ვფიქრობ, მხარეები ვადამდელზე ვერ შეთანხმდებიან, პლებისციტი შესაძლებელია – გრეგოროვა

ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარე და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ მედიაციის...

“ენმ”-ის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს -...

პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა – გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობზ, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზა. "მიმაჩნია, რომ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო