პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ გირჩის ერთ ნაწილთან კონსულტაცია აქვს.
“რაღაც კონსულტაცია მაქვს „გირჩის“ ერთ ნაწილთან და ვიცი მათი პოზიცია. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველანი ერთ პროცესში ვართ და ერთმანეთისგან გათიშული ვერ ვიქნებით. მე ვიცი მათი ხედვა, მათ ჩვენი ხედვა იციან”,– ამბობს იოსელიანი პალიტრანიუსთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, ერთობლივი საკითხი შეთანხმების მიღწევით ამ პროცესის განმუხტვაა.
„ჩვენ ვიცით, რომ რაღაცებში განსხვავებული პოზიცია გვაქვს. მაგალითად, თვითმმართველობის რეფორმის დონეზე, ისინი ნულოვანი ბარიერის მომხრე არიან, ჩვენ ვთვლით, რომ თბილისში 10 მაჟორიტარი ოლქი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ეს არ გვიშლის ხელს ერთობლივი საკითხისადმი, რაცაა: შეთანხმებით ამ პროცესის განმუხტვა. ახლა დღევანდელმა დღემაც ცხადყო, მამუკა ხაზარაძის განცხადებიდან, რომ ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მომხრე არ არის, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს. მხოლოდ მივესალმები იმას, რომ ჩვენისთანა პარტიებში კომუნიკაცია კიდევ უფრო გახშირდეს. ეს ღრმა პოლარიზებას წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია გირჩი გაიყო. იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჯერჯერობით მანდატებზე უარი არ თქვეს, მათ რიგებშია ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც. ზურაბ ჯაფარიძემ მანდატზე უარი თქვა და ახალი პარტია – “გირჩი – მეტი თავისუფლება” შექმნა.