შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, კონფლიქტის დასრულება შესაძლებელი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა, Andrews-ის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ კონფლიქტი არ დასრულდება სანამ ვლადიმირ პუტინი უკრაინიდან არ წავა”,- თქვა ბაიდენმა.