დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მოსახლეობის 50-60% უნდა აიცრას.
“Covax-ით, ჩვენ ავცრით 20%–ს და დამატებით უნდა შეისყიდოს ქვეყანამ საკმაოდ დიდი დოზა ვაქცინა, მინიმუალური, 50-დან 60%–მდე, რომ ე.წ. საზოგადეობრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს. უკვე, დაახლოებით, 220 000-ს გადატანილ-დადასტურებული აქვს ოფიციალურად ეს ინფექცია, მაგრამ გათვლებით, დაახლოებით ორჯერ მეტია, ანუ ჩვენთან ინფექცია გადატანილი აქვს სადღაც მოსახლეობის 15%–ს, მარტის ბოლოსთვის ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.