კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი პირველზეა 194 შემთხვევით, აჭარა-172, იმერეთი-117 – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია.

„სამწუხაროდ, ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა და თბილისში არის 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ, იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და გახლავთ 172 პაციენტი, მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია 117 პაციენტით. სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 პაციენტი, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 4 , კახეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში კი 1 , – განაცხადა ენდელაძემ.