თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისივე ინფორმაციით, მოზარდის კორონავირუსით ინფიცირებულმა ბებიამ და ბაბუამ კლინიკა უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ერთ კვირაზე მეტია რაც მკურნალობს.