კორონავირუსით ინფიცირების 4411 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.

24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181, გარდაიცვალა 29 ადამიანი.