23 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა, 487 — აჭარაში, 356 კი იმერეთში.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება შემდეგნაირია:
- ქვემო ქართლი — 36;
- შიდა ქართლი — 35;
- გურია — 17;
- სამეგრელო ზემო-სვანეთი — 69;
- კახეთი — 24;
- მცხეთა-მთიანეთი — 12;
- სამცხე-ჯავახეთი — 30;
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი — 7.
პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 24 562 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმშია 4 408 ადამინია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3155, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 848 პირი.