დღეს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა- 475, იმერეთი-793.
ქვემო ქართლი- 270, შიდა ქართლი- 232, გურია – 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 371, კახეთი – 129, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი -62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.