კორონავირუსი მსოფლიოში ყველაზე ღრმა ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, რომლის მსგავსი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის არსებული დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ ყოფილა. ის სწრაფად და ადვილად დაჩრდილავს ათი წლის წინანდელ ფინანსურ კრიზისს და უკეთეს შემთხვევაში პლანეტა მხოლოდ მომავალ წელს შეძლებს მდგომარეოიდან გამოსვლას, მანამდე კი 9 ტრილიონ დოლარს იზარალებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამედროვეობის ისტორიაში პირველად გადახედა პროგნოზებს ასეთ მოკლე ვადაში: ჯერ კიდევ შემოდგომაზე ის 2020 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის მინიმუმ 3 პროცენტით ზრდას პროგნოზირედა, ახლა კი დარწმუნებულია, რომ სამ პროცენტიანი ზრდა კი არა, სამპროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი.
“ამჟამინდელ კრიზისს ნამდვილად პლანეტარული მაშტაბები აქვს. ვერცერთი ქვეყანა მას ვერ გადაურჩება. დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად რეცესიაში აღმოჩნდებიან როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკები“– ამბობს ფონდის მთავარი ეკონომისტი გიტა გოპლინატი.
მან სამშაბათს ახალი კრიზისის შედეგების პროგნოზი წარმოადგინა, რომელსაც ასე ჰქვია: დიდი კარანტინი (Great Lockdown). წინა კრიზისს დიდი რეცესია დაარქვეს, თუმცა 2009 წელს მსოფლიოს მთლიანი მშპ ერთი პროცენტითაც კი არ შემცირებულა.
სავალუტო ფონდის პროგნოზი ოპტიმისტურ სცენარს ეფუძნება – თუ გლობალური პანდემია სწრაფად დასრულდება. თუ დაავადების პიკი ქვეყნების უმეტესოობაში ზაფხულისთვის გავლილი იქნება, წლის მეორე ნახევარში კი ვირუსი უკან დაიხევს და კარანტინი თანდათანობით მოიხსნება, მაშინ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა წელს 6%–ით შემცირდება, განვითარებადი ქვეყნებისა კი 1%–ით.
დიდი დეპრესიის წლებში, თითქმის ასი წლის წინ განვითარებულმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პრდუქტის 16% დაკარგეს, მთლიანობაში კი მსოფლოის მშპ მაშინ 10%–ით შემცირდა. აქამდე საქმე ამჯერად არ მივა, და სავალუტო ფონდს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა 5.8%–ით გაიზრდება.
თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ყველა დანაკარგის კომპენსაციისთვის და 2021 წელს მსოფლიოში იმაზე ნაკლები ფული იქნება, ვიდრე ვირუსამდელ პერიოდში ვარაუდობდნენ, ვალები კი ბევრად მეტი.
ეს გაზრდის ზეწოლას ყველა ქვეყნის ბიუჯეტზე, რომლებიც სამედიცინო სფერომ ისედაც დააზარალა. საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, რადგან ბევრი მოქალაქე და კომპანია გაკოტრდება, ეკონომიკური აქტივობა ჩაქრება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი საშუალოდ 5%–ით ნაკლები იქნება. ანუ, ორი წლის მანძილზე პლანეტა 9 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
ნორმალურ სიტუაციაში იმისათვის, რომ გადასახადების გაზრდა არ მოუწიოთ და საქმიანი აქტივობის ეღდგენას ხელი არ შეუშალონ სახელმწიფოები ხარჯებს ამცირებენ, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის – გვაფრთხილებს სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი.
ყველა ქვეყნის ხელისუფლებას უპრეცედენტო ხარჯების გაღება მოუწევს – თავიდან კრიზისის შესამცირებლად, შემდეგ კი აღდგენისთვის.
“ანტიკრიზისული ზომები ნაციონალურ და საერთაშორისო დონეებზე მაშტაბური და დაუყოვნებელი უნდა იყოს და პოლიტიკა ოპერატიულად უნდა გადაეწყოს მუდმივად განახლებად მონაცემებზე“ – ამბობს გიტა გოპინატი და პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს სთავაზობს ისწავლონ სითამამე და თავდადება მედიკოსებისგან, რომლებიც ამ კრიზისის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ.
სახელმწიფო დახმარების შეწყვეტა კორონაკრიზისის შეკავების ფაზის დასრულებამდე არ შეიძლება, რათა ინვესტიციების ჩამოშლამ და დასაქმების კატასტროფულმა შემცირებამ რაც შეიძლება ნაკლები შრამი დატოვოს მსოფლიო ეკონომიკის სხეულზე – ამბოს ფონდის მთავარი ეკონომისტი.
თუმცა ყველა პროგნოზი ფანტაზია აღმოჩნდება, თუ ვირუსი ოპტიმისტურ სცენარში არ ჩაჯდა და ზაფხულამდე უკან არ დაიხია.
კარანტინის გაგრძელება გარდაუვალი გახდება, დათრგუნული საქმიანი და სოციალური აქტივობა უკვე ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს, გლობალური წარმოების ჯაჭვები დაშლას განაგრძობენ, ტურისტები არსად არ წავლენ, თვითმფრინავები ვერ იფრენენ.
ამ შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს ორჯერ უფრო ღრმა იქნება, ვიდრე სამშაბათს წარმოდგენილ პროგნოზშია. და თუ პანდემია 2021 წელსაც გაგრძელდება, არანაირ აღდგენაზე საუბარიც კი აღარ შეიძლება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო რეცესიაში დარჩება და საბაზო პროგნოზზე კიდევ 8%–ით ნაკლები მშპ ექნება. ანუ 9 ტრილიონი დოლარის ნაცვლად, რომელიც წინასწარი გათვლებით პანდემიისგან დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ჭირდება, ამ საქმეს უკვე ათეულობით ტრილიონი დოლარი დაჭირდება.