ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, აქაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ, ამ თვალსაზრისით, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშავოთ ამ ყველაფერზე.

ამის შესახებ,  პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.