“კრემლს შესთავაზეს სამშვიდობო შეთანხმების (რეალურად, რუსეთის კაპიტულაციის) გაფორმება“–ზურა ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ რუსეთს დასავლეთმა კაპიტულაციის პირობები შესთავაზეს, რომელიც უკრაინიდან გასვლას და ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გაყვანას გულისხმობს. პირობებს შორის არის დნესტრისპირეთის  მოლდოვას შემადგენლობაში დაბრუნების საკითხიც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები კი ნახსენებიც არ არის, რაშიც ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს:

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლს შესთავაზეს სამშვიდობო შეთანხმების (რეალურად, რუსეთის კაპიტულაციის) გაფორმება.

მისი პირობები შეთანხმებულია უკრაინულ მხარესთან და დავწერ ძირითადებს:
– რუსეთს გაჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან;
– კრემლს არ შეეძლება უკრაინის საზღვრის 100 კმ სიახლოვეს განალაგოს მძიმე სამხედრო ტექნიკა;
– რუსეთს ყირიმიდან გაჰყავს შავი ზღვის ფლოტი;
– რუსეთი გადის დნესტრისპირეთიდან და ეს რეგიონი 2023 წელს ხდება მოლდოვის შემადგენელი ნაწილი.

რა თქმა უნდა, კრემლი ხვალ და ზეგ არ დათანხმდება ამ პირობებს. მაგრამ როცა მოუწევს დათანხმება, ცხადია, რომ მაშინაც დაახლოებით ასეთი იქნება უკრაინა+დასავლეთის მოთხოვნები.

ახლა, რაც შეგვეხება ჩვენ:

– ცხადია, რომ თუ შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან გავა, რუსები მას რუსეთის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც განათავსებენ;
– რა თქმა უნდა, მოთხოვნებში არაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია, არც საქართველოს სიახლოვეს მძიმე ტექნიკის განთავსებაზეა შეზღუდვა;
– საერთოდ არაა ნახსენები საქართველო.

კითხვა: საქართველომ დასავლეთთან იმუშავა ამ მიმართულებით?
პასუხი: პრემიერი ირანის ელჩს ხვდება, პარლამენტის თავმჯდომარე კორეაშია, საგარეო საქმეთა მინისტრიც ალბათ მორიგ ლოკოკინების ფერმას ხსნის, სამთავრობო პარტიები და მედია კი დილა-საღამოს დასავლეთს აგინებს.

ასეთია “რუსეთის არგაღიზიანებისა” და “აბა, ომი გინდას” მძიმე პოლიტიკური ფასი.

შენ თუ არ გინდა დასავლეთი (ქვეყანაზე მსჯელობენ მისი ხელისუფლების პოზიციით) და თუ არ ილაპარაკე შენს პრობლემებზე, სხვა რატომ მოიკლავს თავს ამის გამო?

პოლიტიკა ყოველთვის მკაცრია. ყოველთვის მოგეცემა ის, რასაც იმსახურებ“– წერს ზურა ბატიაშვილი.

”რუსეთში ვერ წავალ” – ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს მიწვევაზე უარი უთხრა

 "ახლახანს ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მადლობა გადავუხადე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოწვევისთვის...

თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო – რებეკა ჰარმსი

''თავისუფლება ნიკას! გთხოვთ იმოქმედოთ, ქალბატონო პრეზიდენტო.'' ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი ამის შესახებ Twitter-ზე წერს, და...

ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალებს თუ არა გვარამიას, რა მოხდება, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ –...

მესმის მღელვარების საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ საბოლოო...

საქართველოს უკრაინაში ეწოდოს Сакартвело! – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს ისტორიული სახელწოდების Сакартвело-ს გამოყენების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ''უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 220 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. დაწესდა ინდივიდუალური სანქციები ...

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ვოლსკი

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია...

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

"ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია არც...

ნათქვამია, რომ 1 მილიონი დიასპორაა რუსეთში, აღარაა, ეს კარგად ვიცით – ზურაბიშვილი

"ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ნათქვამი იყო, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარაა 1...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...