კრიზისის პირობებში ირყევა “ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ – ბოკერია ვაშაძეზე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ცრუობს, როცა ამბობს რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მისი თქმით, კონკრეტული მოლაპარაკებების რაუნდი ჯერ დაგეგმილიც არ იყო, როცა მან ეს განცხადება გააკეთა.

“მით უმეტეს ამ მოლაპარაკებებზე გრიგოლ ვაშაძე არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ოპოზიციას. ეს შეშინებული ადამიანის პოზიციაა, რომელიც ცდილობს ხელი სხვისკენ გაიშვიროს. მოლაპარაკებები დაიწყო დღეს და მასში მონაწილეობას ყველა ის პარტია იღებს, ვინც ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი საარჩევნო ბარიერი გადალახა”,- წერს ბოკერია.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის საუბარი “მდარე ცნობიერების ნაკადის გარდა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი კრიზისის პირობებში წნეხს ვერ უძლებს და ირყევა „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

ბოკერია ასევე აცხადებს, რომ ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და სხვებისკენ თითის გაშვერა, ძალიან ცუდი საქციელია.

“ევროპული საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან (გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთად საერთო განცხადებაში დავაფიქსირეთ.
1. ბუნებრივია დიალოგის მომხრეები ვართ იმ საკითხზე, რამაც საბოლოოდ კრიზისი შექმნა – უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილ ატმოსფეროში, რაც გულისხმობს ბევრი რამის შეცვლას, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა და სტრუქტურის, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ა.შ.
2. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ივანიშვილს გაყალბებული შედეგებით უნარჩუნებს ძალაუფლებას – კოსმეტიკური ცვლილებები ცალკეული უბნების გაუქმების სახით არაფერს არ შეცვლის.
3. ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს, მის სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიციაა რომ ამ ყველაფერზე გულწრფელად და საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქეებისგან არ უნდა მოხდეს ძალადობრივი რეაგირება. ნებისმიერი ჯგუფი რომელიც ასეთ ქმედებას მიმართავს, თავად გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს”,- წერს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.

დღეს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების პირველი შეხვედრა გაიმართა. მას ქართული ოცნებიდან არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.

არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში–ზურაბ გურული

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის შეზღუდვების...

მთავრობა ქვეყნის სრული ჩაკეტვისთვის ემზადება. რა ინფორმაცია ვრცელდება არაოფიციალურად

სოციალურ ქსელებში ვრცელდებ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ხვალ სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებს, რომელიც 28...

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაშ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა არგენტინაში 3 დღიანი...

ვისაც მელაშვილის და ილიჩოვას ბედი გაღელვებთ, შეგიძლიათ თავდებში დაუდგეთ – ადვოკატი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კარტოგრაფებს...

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,...

ხვალ გამოცხადდება, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ მომავალი 2 თვის მანძილზე – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო არა მხოლოდ...

თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება? – მარგველაშვილი

საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. "ოპოზიცია ამტკიცებს და...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო