კრწანისის რაიონში, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.