კულება თურქეთშია – ის დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება თურქეთში ჩავიდა. ის დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

ორი ქვეყნის მინისტრის აუდიენციას დაესწრება თურქეთის საგარეო მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

ეს ომის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა იქნება უკრაინისა და რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის.