პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საზოგადოებას ევროპის დღეს ულოცავს. მისი თქმით, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი.
“საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს.
დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს”,– აცხადებს კუჭავა.
მისივე თქმით, საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი.
“ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს.
2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებასაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.