ლაგოდეხში ფიზიკური დაპირისპირებისას 3 ახალგაზრდა დაჭრეს – ლაგოდეხის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები – ექიმის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაძიანებას გულისხმობს.