ლავროვის მიადგილე ნატოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ნატოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს.

„ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატო-ს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა რიაბკოვმა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლო მომავალში ამა თუ იმ ფორმით აღდგება. ეს პრინციპული და პრაქტიკული მიზეზების გამოა გამორიცხული. თუ ვინმე დასავლეთში თვლის, რომ ჩვენ ეს ურთიერთობები გვჭირდება, მაშინ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.