ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დღეს ქორწილს იხდიან, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დაიწყო – დახშულია სიგნალიც რომლის გამოც პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა ტელევიზიებს არ ეძლევათ.
არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 5-მდე ადამიანი. დაკავებულები არიან გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე და ბექა პაპაშვილი.
ადგილზე ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.
სასტუმრო “ყვარელი ლეიქ რიზორტთან” გდდ-ის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე იტყობინება, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.