ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების წინააღმდეგ საქმე შეწყდა

20 მაისს ყვარელში, ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირის წინააღმდეგ საქმე შეწყდა. მოსამართლემ აქტივისტებს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

16 საქმიდან – 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173-ე მუხლის ნაწილში 13 საქმე შეწყდა, 3 საქმეზე სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ოსებ აბრამიძემ მიიღო.

“გურჯაანის პროცესი ( ყვარლის ტბაზე დაკავებული 16 მოქალაქის დავა) დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, 16 საქმიდან – 166 მუხლის ნაწილში ყველა საქმე შეწყდა, 173 მუხლის ნაწილში – 13 საქმე, ხოლო დანარჩენ 3 საქმეზე სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა სასამართლომ.

ამ ადამიანებს დაკავების შემდეგ 24 საათი და მეტი გაატარებინეს დროებითი მოთავსების იზოლატორში სანამ სასამართლო პროცესზე მიიყვანდნენ. ის 3 სიტყვიერი შენიშვნაც უნდა გაუქმდეს”, – წერს ადვოკატი.

16 მოქალაქე  Kvareli Lake Resort-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნასა და ქორწილის გადახდას აპროტესტებდა.