ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 00:00

ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი  ამბობს, რომ ბირთვულ ომში “გამარჯვებული” ვერავინ იქნება. CNN-ის ცნობით, ეს განცხადება სერგეი ლავროვმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში გააკეთა.

”მათ არ იციან ისტორია. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა სანქციები დაკისრებული. ამ უკანასკნელმა აღშფოთებამ და სანქციების ტალღამ აჩვენა დასავლეთის რეალური სახე… ამის დაჯერება, რომ [სანქციების გამო] რუსეთი დანებდება და შეწყალებას შეევედრება… მათ არაფერი იციან რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ან როგორ მოიქცნენ რუსეთთან“, – თქვა მან.