სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აცხადებს, რომ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისისთვის, ადვოკატისა და სხვა ხარჯებისთვის 4 საათში 20 000-მდე ლარი შეგროვდა.
” ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში – 20,000-მდე ლარი! (19,175 უფრო ზუსტად)
რომელსაც, რა თქმა უნდა მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.
მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.
მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა, ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე აქციაზე მივდივარ, იმედია იქაც გნახავთ ბევრს, ბაბუს რომ შევეხმიანები, გაგაგებინებთ ყველაფერს.” – წერს სალომე ბარკერი.
31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.