ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 29 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.63 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1354 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 4.02 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4652 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.