ლარი გამყარდა – დოლარი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე იაფია

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარებამ 3.58 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2635 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.96 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9824 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.