ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

დოლართან მიმართებით გამყარებამ 0.66 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ღირებულება 3,1257 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3.6514 ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.