ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0398 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა 2.16 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2198 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.