ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ცნობით, 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა. დოლართან გაუფასურებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6532 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.