ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა – კურსის ცვლილებამ 0.0028 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3326 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  3.3298  ლარი იყო.

ევროს კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 3.9645 ლარი გახდა. დღეისთვის კი 1 ევრო 3.9758  ლარი ღირდა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.