3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 7.04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1524 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა.
ლარი ევროსთან მიმართებით 8.13 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8425 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.