ლარი დღეს გაუფასურდა – ახალი კურსი

28 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ 1.44 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2779 ლარი გახდა.

დღეს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ფასი 3.9922 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.