ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან. გადაწყვეტილება, კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ დღეს, 9 აგვისტოს მიიღო.

“დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.