96 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – პარტია “მოქალაეების” ერთ-ერთი წევრი, ლევან იოსელიანი 6 წლით, საქართველოს სახალხო დამცველი გახდა. მის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოუცხადა.
იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ. მათი პოზიციაა, რომ იოსელიანმა კომიტეტზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო 3 ძალიან მამაც ქალს, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც 1 კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. მიუხედავად ამისა მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში ქალების რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან ვიდრე მამაკაცების, მამაკაცების რომლებიც აქ მხოლოდ იმიტომ არ ზიან რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში.” – განაცხადა იოსელიანმა.