გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს და ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება” ავრცელებს.
“ჩვენი პარტიის წევრი, ლევან ნიშნიანიძე დააკავეს გუშინ, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე.
პატიმრობა გაუხანგრძლივეს ხვალამდე. სასამართლო ჩატარდება ხვალ.
საჭმლის შეგზავნის უფლება ოჯახის წევრებს არც გუშინ მისცეს და არც – დღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.