ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. წულაძემ სამინისტროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა. გათავისუფლების ბრძანება კი დღეს – 10 ოქტომბერს გამოიცა.

“ლევან წულაძე მოცემულ პოზიციაზე უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით, 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა. მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე – საზღვარგარეთ”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრს 18 წელი ხელმძღვანელობდა. იგი პოზიციაზე ახალი – 4-წლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.