“ლელოს” განცხადებით, მთავრობა იმ საველე ჰოსპიტალს არ იყენებს რომელიც ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია

“ლელოს” ლიდერებმა ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია საველე ჰოსპიტლების გაშლა, იმისთვის, რომ ქვეყანაში გართულებული სიტუაცია ადვილად სამართავი გახდეს.“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას თქმით, მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტლებს, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დასაწყობებულია.

„ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ,,ლელო საქართველოსთვის” და საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები შემდეგი მიმართულებებით: 1) საერთო პროფილის საავადმყოფოების განსატვირთად და სხვა პაციენტების დაავადებისგან დასაცავად, რატომ არ გამოიყენება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდიდან არსებული და სხვა წლებში შევსებული უმაღლესი ხარისხის საველე ჰოსპიტლები დამატებითი სპეციალური სივრცეებით, სადაც დეზინფექციას გაივლიან საველე ჰოსპიტლებში მყოფ დაავადებულებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; 2) კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში რატომ არ არიან ჩართულები სამხედრო ექიმები, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი; 3) საჭიროებისამებრ, რატომ არ გამოიყენება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების რესურსი. ასევე ვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც მოახდენდა პანდემიის და მისგან გამოწვეული ზიანის შეფასებას, ანალიზს და პროგნოზირებას, რაც სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია.

კრიზისული ვითარების ეფექტურად მართვის მიზნით, რატომ არ ფუნქციონირებს ეროვნული სიტუაციური ოთახი? რაც შეეხება მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ის არის აღმასრულებელი საქმიანობის რგოლი, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდემიური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კი, საჭიროებს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლების მქონე უწყებების ჩართულობას,”- განაცხადა გალდავამ.

“ერთი თვეა დგას საკითხი – გაიშალოს თუ არა საველე ჰოსპიტლები. სამწუხაროდ, გვაქვს ის დრო და ვითარება, რომ აუცილებლად უნდა გაიშალოს საველე ჰოსპიტლები. გეგმა, თუ სად, როგორ და რამდენ საწოლზე გაიშლება, უკვე დაწერილი უნდა იყოს. შესაძლებელია სამხედრო ჰოსპიტალის გაკეთება ან შეძენაც, ჩვენი მეზობელი თურქეთიდან, რომელიც პრობლემა არ არის. როდესაც საუბრობენ, რომ საწოლი ადგილები არ გვყოფნის არ მესმის, რადგან მისი მართვა პრაქტიკულად არ ხდება. სამინისტრომ უნდა იცოდეს სად და როდის განთავისუფლდება ადგილები, რომ ნაკადები მართოს, ეს კი არ ხდება. სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ საველე ჰოსპიტლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება არსებული სიტუაციის მართვა, ისე რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის ზარალი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანების სიცოცხლით გამოწვეული დანაკარგი,”- განაცხადა სურგულაძემ.

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

ბოლო 8 წელში ოპოზიციამ აქციაზე 10 ათას კაცს ვერ მოუყარა თავი – სუბარი

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200–300 ათასიანი აქციები...

გაუქმდა STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 ათასი ლარი დაიხარჯა

STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 116 ლარი დაიხარჯა, გაუქმდა. "აპლიკაცია STOP COVID აპლიკაციის სარგებლობის ვადა...

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია – იენს სტოლტენბერგი

" საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია "- ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო