პარტია “ლელო” საქართველოსთვის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა.მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ლელო საქართველოსთვის იქნება ის ცენტრი, რომელიც გაისტუმრებს ქართულ ოცნებას და არ მოუშვებს ძველ პოლიტიკას ხელისუფლებაში.
“ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ყველაზე მთავარი მტერი, დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას. ჩვენ საქართველოს პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს მამუკა ხაზარაძეს”, – განაცხადა ლელოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა.