“ლელო” პრემიერის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

პარტია “ლელო საქართველოსთვის” პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, რომ EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაწერილი წინაპირობები შესრულდეს.

“ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს უნიკალური შანსი, რომელიც ახლა მოგვეცა, უნდა იყოს გამოყენებული წლის ბოლომდე. ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, “ლელო საქართველოსთვის” მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული.

კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არაპარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ერთადერთი გზა ამისთვის არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ “ქართული ოცნება” გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, როგორსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...