“ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს” – ასე ეხმაურება, თბილისის მერია ჯგუფ მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას.
“როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ მგზავრების კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ”, – წერია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: “მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – დაწერა ჯგუფმა.