ლიკვიდირებულია ჰამასის “ეკონომიკის მინისტრი”, ჯავად აბუ შამალა – შესაბამის ინფორმაციას, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი Twitter-ზე, ავრცელებს.
მისი თქმით, დღეს 10 ოქტომბერს IDF-ის ავიაციის იერიშის შედეგად ჯავად აბუ შამალა მოკლეს. იგი ჰამასის ეკონომიკის საკითხებს განაგებდა და ღაზის სექტორსა და მის გარეთ ტერორისტული საქმიანობისთვის ფინანსების გამოყოფას უზრუნველყოფდა.
ჯავად აბუ შამალა ისრაელის სახელმწიფოში მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას ემსახურებოდა.