“ლიტერას” თეა წულუკიანის დანიშნული ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძე ამბობს, რომ კონკურსი არა მწერალთა სახლმა, არამედ სსიპ შემოქმედებითმა საქართველომ უნდა ჩაატაროს.
“მივმართავ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს. შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა. მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის! ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს.
ანუ: ლიტერატურული კონკურსი უნდა ჩაატაროს სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ”, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ირმა რატიანი ხელმძღვანელობს და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა. სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა, რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა”,– წერს ჭუმბურიძე.
ცნობისთვის, ლიტერატურული კონკური “ლიტერადან” საკუთარი წიგნი ათობით მწერალმა მოხსნა. კონკურსი დატოვა სამმა ჟიურიმაც. დარჩა მხოლოდ წულუკიანის დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე.