ლუგანსკის ოლქის ევაკუაციის პროცესი რუსეთის მხრიდან დაბომბვისას ჩაიშალა

უკრაინის ქალაქ რუბიჟნედან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა, რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ჩაიშალა. აღნიშნულ ინფორმაციას, CNN-ი ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ჰაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰაიდაის თქმით, ლუგანსკის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.

”ვეცდებით რუბიჟნეს სამხრეთ ნაწილში მანქანით ჩავიდეთ, რადგან ხალხი ევაკუაციას ელოდება. ჩვენ თან საკვებს წავიღებთ. სამწუხაროდ, მძიმე საარტილერიო ცეცხლის გამო საევაკუაციო ავტობუსი არ მოვიდა. რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის უფლებას არ გვაძლევენ, ქალაქებში ხალხს ბლოკავენ, რომლებიც გამუდმებით ცეცხლის ქვეშ არიან,” – განაცხადა ჰაიდაიმ.